|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ნუ გვისმენთ!"- საპროტესტო აქცია პარლამენტის წინ [VIDEO]

"ნუ გვისმენთ!",  "ასინეთა ბიძინა" -ამ ლოზუნგებით პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, რომლის მონაწილეები ე. წ. მოსმენების კანონს აპროტესტებენ, რომლის მესამე მოსმენით მიღებას საკანონმდენლო ორგანო დღეს აპირებს.

აქცია "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის მიერ დაიგეგმა. პარტიის  ლიდერებისა და მათი აქტივისტების განცხადებით, ხელისუფლება ცდილობს ერთი ადამიანის ნება-სურვილს მოარგოს ყველაფერი.

"ეს არ არის ქვეყნის უსაფრთოებისა და ადამიანის უფლებების დაცვისათვის შექმნილი კანონი, ეს არის ერთი ადამიანის უსაფრთხოდ ყოფნისათვის შექმნილი კანონი. არ დავუშვებთ, რომ ხელისუფლებამ ყველაფერი ბიძინა ივანიშვილის ნებას მოარგოს, ამიტომ ვაპროტესტებთ იმ საკანონმდებლო ცვლილებას, რომლის მიღებასაც ხელისუფლება დღეს აპირებს", - განაცხადა გიგა შუშანიამ.

 

 

 

   

 

 

 

აქციის მონაწილეებს პარლამენტარები თინათინ ბოკუჩავა, სალომე სამადაშვილი და რომან გოცირიძე შეუერთდნენ.

 "ეს არის ყველაზე საშინელი კანონი, რაც ამ ოთხ წელიწადში მიუღიათ",- განაცხადა რომან გოცირიძემ.

 

 

 შეგახსენებთ, კანონპროექტი ახალი სპეციალური სამსახურის შექმნას ითვალისწინებს, რომელიც იქნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი  - ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო, თუმცა დარჩება  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში. ფარული-მოსმენა მიყურადების განხორციელების უფლებამოსილება სწორედ ამ სააგენტოს ექნება. ამ ცვლილების განხორციელება  ბიუჯეტს 30 მილიონი ლარი დაუჯდება.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა