|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ოლიმპიადაზე იმერეთიდან 3 სპორტსმენი იასპარეზებს

ზაფხულის 31-ე ოლიმპიადაზე  ბრაზილიაში იმერეთიდან სამი სპორტსმენი გაემგზავრა.  როგორც  "ნიუპრესს" იმერეთის ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარემ, რეზო რობაქიძემ განუცხადა,  ქუთაისელი  სანდრო ბაზაძე ფარიკაობაში იასპარეზებს, საჩხერედან ლაშა ტალახაძე  - ძალოსნობაში, ხოლო   წყალტუბოელი იაკობ ქაჯაია  ბერძნულ –რომაული ჭიდაობაში  იბრძოლებს  პირველობისათვის.

"იმერეთიდან საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებს 3 სპორტსმენი წარმოადგენს. სამივე წარმატებული სპორტსმენია.  ისინი მომზადებულები არიან გამარჯვებისათვის. განწყობაც აქვთ შესაბამისი, რომ კარგი შედეგები მოიპოვონ",–აღნიშნა  რობაქიძემ.

ოლიმპიადა მარაკანას სტადიონზე  5 აგვისტოს გაიხსნება  და 26–ში დასრულდება. ოლიმპიადაზე საქართველოს სახელით 39 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას, რაც ჩვენი ქვეყნისთვის რეკორდული მაჩვენებელია. ისინი სპორტის 13 სახეობაში იასპარეზებენ. 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა