|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ოლიმპიური აუზი რაგბის მოედნის ნაცვლად-ჩანაცვლებული პროექტები ქუთაისში [VIDEO]

ქუთაისში თანამედროვე, ოლიმპიური სტანდარტების აუზის მშენებლობაზე დაპირება მეორედ გაიცა. ამჯერად, ყოფილ საპარლამენტო დედაქალაქს აუზის მშენებლობის პირობა პრემიერ-მინისტრმა მისცა. 

პროექტის ფარგლებში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქუთაისის აუზის პროექტირებაზე ტენდერი გამოაცხადა.

აუზის სიგრძე 50 მეტრი, ხოლო სიგანე 25 მეტრი იქნება.

პროექტი უნდა ითვალისწინებდეს გასახდელების და საშხაპეების მოწყობას აუზის მომხმარებლების, მსაჯებისა და მწვრთნელებისთვის. ასევე, უნდა მოეწყოს სპორტსმენთა ფიზიკური მდგომარეობის აღდგენისა და ტრავმების სარეაბილიტაციო დანიშნულების სივრცეები.

გავრცელებული ინფორმაციით, აუზი იუსტიციის სახლის უკან და პარლამენტის ყოფილი შენობის მიმდებარედ უნდა მოეწყოს.

მთავრობის რამდენიმე წლის წინ გაკეთებული დაპირების თანახმად კი, ამ ადგილზე ახლა რაგბის თანამედროვე მოედანი უნდა იყოს. 2016 წელს წინასაარჩევნოდ იმჟამინდელმა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა სიმბოლურად კაფსულაც ჩაუშვა და დაანონსდა, რომ აქ ჩემპიონები გაიზრდებოდნენ. რაგბის მოედნის მშენებლობა არც დაწყებულა, პროექტი ისე შეჩერდა, ამიტომ გაიზრდებიან თუ არა რაგბისტების ნაცვლად მოცურავე ჩემპიონები, ამის თქმა ძნელია, ამ დროისთვის კი ადგილზე მხოლოდ გამხმარი ბალახები და საყოფაცხოვრებო ნარჩენებია. 

2016 წელს გავრცელებული ინფორმაციით, ქუთაისში აუზის მშენებლობა წერეთლის ქუჩაზე, ლიტოფონის ქარხნის მიმდებარედ იყო დაგეგმილი, მერიამ მშენებლობის მიზნით ადგილმონაცვლეობაც გააკეთა წერეთლის ქუჩაზე მიწის ნაკვეთის მფლობელს გრიშაშვილის ქუჩაზე საკუთარი ქონება დაუთმო.

 

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა