|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ორმაგად სასიხარულოა, როდესაც ორი ქართველი ოლიმპიურ კვარცხლბეკზე ვდგებით"

 
ორმაგად სასიხარულოა, როდესაც ორი ქართველი ოლიმპიურ კვარცხლბეკზე ვდგებით, -განაცხადა  ძალოსნობაში ოლიმპიური ჩემპიონმა და მსოფლიო რეკორდსმენმა ლაშა ტალახაძემ  ასპარეზობის დასრულების შემდეგ. მან  გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

”ორმაგად სასიხარულოა, როდესაც ორი ქართველი ოლიმპიურ კვარცხლბეკზე ვდგებით. მოსალოდნელი იყო ეს ყველაფერი, ამისთვის მე და ირაკლიმ ძალ-ღონე არ დავიშურეთ. პირველი ადგილი დავიკავე და ოლიმპიური ოქრო მოვიპოვე. მადლობა ყველას, ვინც გვგულშემატკივრობდა”, - განაცხადა ტალახაძემ.

რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე, ძალოსნობაში საქართველოს სახელით მოასპარეზე ლაშა ტალახაძემ (+105) ოქროს მედალი მოიპოვა.

ამავე კატეგოტიაში მესამე ადგილი დაიჭირა ირაკლი თურმანიძემ, რომელიც ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა