|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პირველი ოლიმპიური ოქრო საქართველოს ლაშა ტალახაძემ მოუტანა

პირველი ოლიმპიური ოქროს მედალი საქართველოს ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ მოუტანა.

22 წლის ახალგაზრდა ქართველმა ძალოსანმა ორივე მოძრაობაში სამივე ცდა გამოიყენა და ატაცში 215 კგ, აკვრაში კი 258 კგ დააფიქსირა. ტალახაძის მაჩვენებელი ორჭიდის ჯამში ახალი მსოფლიო და ოლიმპიური რეკორდია.

ლაშა ტალახაძე იმერეთის წარმომადგენელია. ის საჩხერიდანაა. იმერეთიდან ოლიმპიურ თამაშებზე სამი წარმომადგენელი იღებს მონაწილეობას,  ქუთაისელი  სანდრო ბაზაძე ფარიკაობაში ასპარეზობს, საჩხერედან ლაშა ტალახაძე  - ძალოსნობაში, ხოლო   წყალტუბოელი იაკობ ქაჯაია ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში. 

საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციას ამ ეტაპისათვის უკვე 5 მედალი – 1 ოქროს, 1 ვერცხლისა და 3 ბრინაჯო აქვს მოპოვებული. ქვეყანა ამ მონაგარით მე-40 ადგილს იჭერს.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა