|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ორმაისობის“ კონცერტებში ქუთაისის მერიამ 16 250 ლარი გადაიხადა

ქუთაისში „ორმაისობის“ ღონისძიება გალა-კონცერტით დასრულდა, რომელშიც მერიამ 10 ათასი ლარი გადაიხადა. ქუთაისელი მსმენელის წინაშე DJ ZAPA, ჯგუფები “ურსა“ და "რეზო და ბავშვები" წარსდგნენ.

კონცერტის ქრონომეტრაჟი სამ საათს შეადგენდა.  პირველ ნაწილში მსმენელის განწყობაზე DJ ZAPA- მ იზრუნა.  კონცერტის მეორე ნაწილში მსმენელის წინაშე ჯგუფი „ურსა“ წარსდგა  და რამდენიმე ქართული სიმღერა შეასრულა. დასკვნით ნაწილში  "რეზო და ბავშვებმა" შეასრულეს თავიანთი სიმღერები, მათ შორის  „საქათმეში შეპარულა მელა“ და „ქუჩის ბიჭების“ რამდენიმე სიმღერა.

ქუთაისის მერიამ DJ ZAPA-ს – 625 ლარი, ჯგუფ „ურსას“ 4 375 ლარი, ხოლო "რეზოს და ბავშვებს" 5 ათასი ლარი გადაუხადა. 3 მაისს ჩატარდა თემურ ყვითელაშვილის კონცერტი, მუსიკოსმა ჰონორალის სახით  6 250 ლარი მიიღო. ჯამში,  2-3 მაისს ჩატარებულ ორ კონცერტში ადგილობრივი ბიუჯეტიდან 16 250 ლარი დაიხარჯა.

გარდა ამისა, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე სცენისა და აპარატურის მომსახურებისათვის ქალაქის მერიამ 18 ათასი ლარი გამოყო. 

"ორმაისობის" ღონისძიებისთვის წელს ბიუჯეტიდან 50 ათას ლარზე მეტი თანხა დაიხარჯა.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა