|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"პარკირების საფასური შესაბამისობაშია ქალაქის რეალობასთან"

ქუთაისში პარკირების საფასურის 2015 წელს საკრებულოს მიერ განისაზღვრა და არის შესაბამისობაში ქალაქის რეალობასთან–განაცხადეს შპს "პარკინგსერვისის" პრესსამსახურში "ნაციონალური მოძრაობის" განცხადების საპასუხოდ.

მირანდა წივწივაძის განცხადებით, ქუთაისში პარკირების თანხა თბილისსა და ბათუმთან შედარებით გაცილებით იაფია.

"თუ ადრე მოქალაქეს ერთი საათით გაჩერება 50 თეთრი უჯდებოდა, ახლა პაკეტის შეძენის შემთხვევაში, მას 10 თეთრის გადახდა უწევს. ეს არის გაცილებით ნაკლები თბილისთან და ბათუმთან შედარებით, ასევე მორგებულია ქალაქის პირობებს. "ნაციონალურ მოძრაობას" შეუძლია იმაზე ისაუბროს "პარკინგსერვისით" რა სარგებელი ნახა ქალაქმა და რა თანხა შევიდა ბიუჯეტში",–განაცხადეს პარკინგესრვისში. 

პრესსამსახურის მირანდა წივწივაძის თქმით,  დასაქმება მათთან ხდება არა ახლობლობით, არამედ ტესტირებით.

"არავინ საქმდება აქ პოლიტიკური ნიშნით, ყველა გადის ტესტირებას, მაგრამ თუ ვინმე საქმდება დღეს ქუთაისში, ამაზე მადლობელი უნდა იყოს ყველა, მათ შორის "ნაციონალური მოძრაობა",–განაცხადა მირანდა წივწივაძემ. 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა