|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"პარლამენტი იმ დრომდე დარჩება ქუთაისში, ვიდრე ქალაქს სხვა დატვირთვა არ მიეცემა"

პარლამენტი მანამ უნდა დარჩეს ქუთაისში, სანამ ქალაქს სხვა დატვირთვა არ მიეცემა, - ამის შესახებ დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ  საკონსტიტუციო კომოსიის სხდომაზე  განაცხადა.

კობახიძის განმარტებით, პარლამენტის ადგილმდებარეობასთან დაკავშირტებით ჩანაწერი არა საქართველოს კონსტიტუციაში, არამედ პირდაპირ პარლამენტს რეგლამენტში უნდა იყოს.

„არჩევნების წინ მაჟორიტარებიდან გაჟღერდა გარკვეული დაპირებები ქუთაისის მოსახლეობის მიმართ და ეს დაპირებები უნდა გავითვალისწინოთ.  საუბარია იმაზე, რომ მას შემდეგ, რაც ქუთაისი შეიძენს სხვა ფუნქციურ დატვირთვას, პარლამენტი  გადმოვა  თბილისში",- განაცხადა კობახიძემ საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე.

შეგახსენებთ, ახალი ფუნქცია, რომელიც ქუთაისს უნდა მიენიჭოს, საუნივერსიტეტო ქალაქის სტატუსია.  ქუთაისის საკრებულომ დღევანდელ სხდომაზე სწორედ საუნივერსიტეტო ქალაქის განაშენიანების პროექტი დაამტკიცა.

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა