|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"პარლამენტში გაცილებით მეტი პოლიტიკურად მსახიობი ზის, ვიდრე თავად პროფესიით მსახიობი"

სოსო ჯაჭვლიანი პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის მედიაში გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. მან „ინფო 9“-სთან საუბარში ქვეყნის წინაშე სპორტსმენებისა და მსახიობების დამსახურებაზე ისაუბრა და მისი მოსაზრების გაცნობა ყოფილ პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს ურჩია.

დეპუტატის მოსაზრებით, პარლამენტში გაცილებით მეტი პოლიტიკურად მსახიობი ზის, ვიდრე თავად პროფესიით მსახიობი.

„ადამიანი ცხენს ვერ მოერია და ბრძოლა უნაგირს დაუწყოო. არავისთან არ მივსულვარ და კალთები არ შემომიხევია, გინდა თუ არა, პარლამენტში ვიყო-თქო. მე დამიძახეს და მოვედი! ყველა მსახიობსა და რეჟისორს, ვინც პარლამენტში არის, თავისი ისტორია აქვს და ყველა დამსახურებული ადამიანია. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც სიმართლეს საუბრობდნენ და საკუთარი საქმის ერთგულები იყვნენ, როცა სხვა გაჩუმებული იყო. რაც შეეხება მსახიობობას, მე პირადად მსახიობი არასოდეს ვყოფილვარ და მსახიობები თავს მახვევია. პარლამენტში, 90 პროცენტში მსახიობების გარემოცვაში ვარ. ასეთი მსახიობობა ნებისმიერ კინომატოგრაფიას შეშურდება, რა მსახიობობაც ჩვენს პარლამენტში არის, ჩემის გამოკლებით. ჩემს თავს მსახიობად მე ვერ აღვიქვამ“, - აცხადებს ჯაჭვლიანი.

 რატომ აკეთებენ ამას? - ქვეყანა ეკონომისტებმა, იურისტებმა, სოციოლოგებმა და ექსპერტებმა დაანგრიეს, ხოლო საქართველოს სპორტსმენებისა და მსახიობების საქმით მთელი მსოფლიო იცნობს“, - დასძინა ჯაჭვლიანმა.

სრულად

ავტორი:

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა