|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პარლამენტთან პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტეს [PHOTO]

ქუთაისში, პარლამენტის წინ გზა გადაკეტეს. გზა პროტესტის ნიშნად ქუთაისის მერობის კანდიდატმა გოგი წულაიამ მომხრეებთან ერთად გადაკეტა, თუმცა მათ გზის ხანგრძლივი გადაკეტვის შესაძლებლობა საპატრულო პოლიციამ არ მისცა.

გოგი წულაიამ გზის გადაკეტვამდე პარლამენტთან აქცია გამართა და გაზის ტარიფის გაზრდა გააპროტესტა. მისი განცხადებით, რეგიონებში გაზის გაცილებით მეტად გაძვირდა, ვიდრე თბილისში. მან ასევე აღნიშნა, რომ არჩევნების შედეგ დენის ტარიფიც გაიძვირდება.

„ხელისუფლებამ მოახდინა მოსახლეობის დაყოფა და რეგიონებში გაზის ტარიფი გააძვირა 11 თეთრით, თბილისში 5 თეთრით, იმიტომ რომ საარჩევნოდ არ გაენაწყენებინათ ამომრჩევლები და კალაძეს ხმები არ დაეკარგა. ამიტომ ჩვენ დავიწყეთ ხელმოწერების შეგროვება და მესამედ მოვაწყვეთ აქცია, რომ ხელისუფლებამ შეცვალოს გადაწყვეტილება"-განაცხადა გოგი წულაიამ. 

 

 

 

 

  

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა