|
  • EUR 1 = GEL 4.0033
  • USD 1 = GEL 3.2987
|

პატიმრებმა ამნისტიის კანონის გადახედვის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყეს

ქუთაისის მერიასთან აქცია გაიმართა. ადვოკატები და პატიმრების ოჯახის წევრები ამნისტიის აქტის გადახედვას მოითხოვენ.

მათი თქმით, ქუთაისის #2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში კანონის გადახედვის მოთხოვნით პატიმრებმა შიმშილობა დაიწყეს.

"ამნისტიის კანონში შესული ცვლილებები პატიმრების უმრავლესობას არ ეხება. კანონი ფართომასშტაბიანი უნდა გახდეს და ყველა კატეგორიის პატიმარს შეეხოს. ქუთაისის #2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში კანონის გადახედვის მოთხოვნით პატიმრებმა შიმშილობა დაიწყეს"-აცხადებენ აქციის მონაწილეები.

მათი თქმით, ციხეში ამ დროისთვის ათამდე პატიმარი შიმშილობს და მათი რაოდენობა გაიზრდება.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი