|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"საქართველოში, ასეთი შეურაცხყოფა, ჯერ არ მომხდარა"

„ილიუნიში“ გამოფენილ  ქუთაისელი მხატვრის ლია უკლების  ნახატზე  სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქი კომენტარს აკეთებს.

 „ეს არის შეურაცხყოფა ჩვენი სარწმუნოებისა და საქართველოსი. ძალიან მიკვირს, თუ როგორ დაუშვა ლექტორმა და პროფესორ-მასწავლებლებმა ასეთი მკრეხელობა. ასეთი შეურაცხყოფა, საქართველოში, ჯერ არ მომხდარა. საქართველო არის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა და იმედი მაქვს, რომ გამოსწორდებიან",-  განაცხადა ილიაII-მ საკვირაო ქადაგებაზე.


შეგახსენებთ, რომ ნახატზე გამოსახულია ფეხმძიმე წმინდა მარიამი იარაღით ხელში.  ნახატი მხატვარმა  17 მაისის მოვლენებს მიუძღვნა.

ავტორი: მარუსა ხურციძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა