|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პრეზიდენტი ქართულ მედიას პრესის თავისუფლების დღეს ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ქართულ მედიას პრესის თავისუფლების დღეს ულოცავს. მან ყურადღება გაამახვილა მედიის, მათ შორის რეგიონული მედიის მნიშვნელობაზე.
 
"გილოცავთ პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს. თქვენი მისიის ფორმულა მარტივია - დემოკრატია არ არსებობს თავისუფალი მედიის გარეშე.
 
იმისთვის, რომ შევქმნათ ჯანმრთელი და ძლიერი სახელმწიფო, ჩვენ გვჭირდება თქვენი მოღვაწეობა.
 
დემოკრატია არ არსებობს თვითმმართველობის გარეშე, ადგილებზე დემოკრატიის გარეშე. და ამ თვალსაზრისით, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია რეგიონული მედიის აქტიურობა.
 
ჩვენი ქვეყნის სტაბილურობის, განვითარების, დემოკრატიულობის პროცესი იწყება რეგიონებიდან და პატარა ქალაქებიდან. იქ წარმართული ჯანმრთელი დემოკრატიული პროცესი განაპირობებს დედაქალაქში მიმდინარე საერთო, ეროვნულ, დემოკრატიულ პროცესს.
 
მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ ჟურნალისტს, რომლებიც წლებისა და ათწლეულების განმავლობაში ამ მნიშვნელოვან მისიას ემსახურებიან"-ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.
 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა