|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქალაქის ცენტრში გასაყიდი ობიექტები თითქმის აღარ დარჩა - იუზა უგულავა

ქუთაისის 2018 წლის ბიუჯეტში პროივატიზების თანხად 3 200 000 ლარი განისაზღვრა. მერის მოადგილის იუზა უგულავას განცხადებით, პრივატიზებიდან შემოსული თანხის ოდენობის გაზრდა შეუძლებელია, რადგან ქალაქის ცენტრალურ ნაწილში გასაყიდი ობიექტები თითქმის აღარ დარჩა, გარეუბნებში კი ქონების გაყიდვით მეტ მაჩვენებელს ვერ მიიღებენ. ამის შესახებ უგულავამ საკრებულოს კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე, ბიუჯეტის პროექტის განხილვისას განაცხადა. 

"2018 წლის ბიუჯეტში პრივატიზებისთვის განსაზღვრულია 3 200 000 ლარი, მეტ თანხას ვერ დავსახელებდით, რადგან გასაყიდი ქონებების ოდენობა არ გვაძლევს ამის შესაძლებლობას. ქალაქის ცენტრში გასაყიდი ობიექტები თითქმის აღარ დარჩა, რამაც თანხის მატება უნდა მოგვცეს, გარეუბნებში მიწის გასხვისებით კი მილიონებს ვერ მივიღებთ", -განაცხადა იუზა უგულავამ.

მისი თქმით, პრივატიზებით დაგეგმილი 3 200 000 ლარიდან,  მილიონ ლარს მიწის ნაკვეთების გაყიდვით, დანარჩენ თანხას შენობა-ნაგებობების პრივატიზებით  ელოდებიან. აღსანიშნავია, რომ მერიის 2018 წლის სახელფასო ფონდი 3 460 000 ლარს შეადგენს. 

2017 წელს პრივატიზებიდან ბიუჯეტში დაახლოებით 6 მილიონი ლარი შევიდა, რაც რეკორდული მაჩვენებელი იყო.  

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა