|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქართული ოცნების" 14 დეკემბრის აქციაზე სტუდენტები მოტყუებით მიყავთ"

"ქართული ოცნების" 14 დეკემბრის აქციაზე სტუდენტები მოტყუებით მიყავთ - ინფორმაციას მოძრაობა "გაბედეს" ქუთაისის ორგანიზაცია ავრცელებს.

მოძრაობის წევრებმა დღეს წერეთლის უნივერსიტეტთან ბრიფინგი გამართეს და სტუდენტების აქციაზე მოტყუებით წაყვანის ფაქტზე ისაუბრეს.მათი თქმით, სტუდენტების ეუბნებიან, რომ ხვალ ღონისძიებაზე უფასოდ წაიყვანენ და ამაში ლექტორები არიან ჩართული. მოძრაობის წევრები მოუწოდებენ სტუდენტებს არ მოტყუვდნენ და "ქართული ოცნების" აქციაზე გაუაზრებლად არ მოხვდნენ.

"ჩვენც სტუდენტები ვართ და ვიცით, რას ეუბნებიან სტუდენტებს. მათ ატყუებენ, რომ ეს არის ღონისძიება, რეალურად ყველამ ვიცით, რომ "ქართული ოცნების" აქციაა. სტუდენტების პირდებიან თბილისში უფასოდ წაყვანას და კვებას და ხდება მათი მოტყუება. ამაში ჩართული არიან ლექტორები, რომელთა გამოცდებიც აქვთ ჩასაბარებელი. მოვუწოდებთ სტუდენტებს, არ მოტყუვდნენ და "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის ნაწილში არ მოხვდნენ"-განაცხადა გაგი ახალაძემ.

ბრალდებას უარყოფენ წერეთლის უნივერსიტეტში. პრორექტორის შალვა კირთაძის განცხადებით, უნივერსიტეტი აპოლიტიკური დაწესებულებაა და გამორიცხულია, რომ ლექტორებმა სტუდენტებს პოლიტიკური მოწოდებებით მიმართონ.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა