"ქართული ოცნების" ქუთაისის საკრებულოს პირველი ათეული
"ქართული ოცნების" ქუთაისის საკრებულოს პირველი ათეული ცნობილია. წარდგენა სასტუმრო "ბაგრატი 1003-"ის ტერასაზე ამ დროისათვის მიმდინარეობს.
1.ნიკოლოზ ლატარია -საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
2. მაია სიმონიძე - სამკერვალო საწარმოს "იმერი" ხელმძღვანელი, ყოფილი პარლამენტარი -"მოქალაქეთა კავშირიდან"
3 რამაზ ჩხიკვაძე -სპორტული ჟურნალისტი
4. ალექსანდრე ახალაძე - კობა ნარჩემაშვილის მაჟორიტარული ბიუროს ხელმძღვანელი, საკრებულოს ყოფილი წევრი "აღორძინებიდან"
5. ოთარ ლორთქიფანიძე -"ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი
6. ლაშა გვენეტაძე - საკრებულოს წევრი, ის ცოტა ხნის წინ სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ვადაზე ადრე გათავისუფლდა.
7. ნანა კოსტავა - "ქართული ოცნების" წევრი
8. დავით წულეისკირი -წერეთლის უნივერსიტეტის პროფესორი
9. ვლასი გარდაფხაძე -იურისტი
10. კობა ფხაკაძე - მსოფლიო ჩემპიონი, მოკრივე
საკრებულოს პროპორციული სია მხარდამჭერებსა და მედიას ქუთაისის მერობის კანდიდატმა გიორგი ჭიღვარიამ წარუდგინა. "ეს ადამიანები შევარჩიეთ პროფესიონალიზმით, ერთგულებითა და ქალაქის სიყვარულით", - განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.
წარდგენას არ ესწრებოდა ქუთაისის მერი. ღონისძიებაზე ტრადიციულად იმყოფებოდნენ ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატები გენადი მარგველაშვილი და დიმიტრი მხეიძე.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი