|
  • EUR 1 = GEL 4.0101
  • USD 1 = GEL 3.3268
|

ქუთაიოსის საკრებულოში 2 ახალი ფრაქცია შეიქმნა

ქუთაისის საკრებულოში 2 ახალი ფრაქცია შეიქმნა, სანაცვლოდ კი, 2 ფრაქცია გაუქმდა. საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნება-მწვანეები“ გაუქმდა,  მის ნაცვლად კი  შეიქმნა ახალი ფრაქცია „ქართული ოცნება - უკეთესი მომავლისათვის“ , რომელსაც სათავაში დეპუტატი იმედა საღინაძე ჩაუდგა. ეს ის საღინაძეა, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" წევრის გია უკლებას ცემის საქმეში ფიგურირებს. 

ქუთაისის საკრებულოში ასევე გაუქმდა  ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორები“ , ხოლო მის ნაცვლად  ახალი ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი ქუთაისისათვის“ შეიქმნნა. მის თავმჯდომარედ ნიკა ჩეჩელაშვილი რჩება.

შეგახსებებთ,  კონსერვატორების ფრაქციას საკრებულოდან ნიკა ლატარიას წასვლის შემდეგ დაშლის საფრთხე შეექმნა.  ფრაქცია დაშლას ოთარ ლორთქიფანიძემ გადაარჩინა, რომელიც "ოცნებას" გამოეყო და "კონსერვატორებს" შეუერთდა.  შექმნილი უხერხულობა ფრაქციის სახელის შეცვლით ამოიწურა. 

ცნობისთვის,  ქუთაისის საკრებულოში 5 ფრაქციაა, მათგან 4 "ქართულ ოცნებას ეწკუთვნის, ერთი კი "ნაციონალურ მოძრაობას".  

 

ავტორი: ნიუპრესი