|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება" ოთარ ლორთქიფანიძემ დატოვა

ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება“ განათლების, კულტურისა და სპორტის კომისიის თავმჯდომარემ ოთარ ლორთქიფანიძემ დატოვა.
როგორც საკრებულოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ლორთქიფანიძე 
 ფრაქციას  „ქართული ოცნება-კონსერვატორები”  შეუერთდა, რომელიც თავის მხრივ, საკრებულოს ყოფილმა თავმჯდომარემ ნიკა ლატარიამ დატოვა. 
 
სამკაციან ფრაქციას ნიკა ლატარიას წასვლის შემდეგ დაშლა ემუქრებოდა. ოთარ ლორთქიფანიძის ფრაქციაში გადასვლის შემდეგ კი ფრაქციამ არსებობა და შესაბამისად,  ბიუჯეტიდან დაფინანსება შეინარჩუნა. 
ფრაქციის შემადგენლობაში ნიკოლოზ ჩეჩელაშვილი და რამაზ ჩხიკვაძე შედიან. 
 შეგახსენებთ, ქუთაისის საკრებულოს ქართულ ოცნებას 4 ფრაქცია აქვს, ოპოზიციას კი ერთი. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა