|
  • EUR 1 = GEL 3.0375
  • USD 1 = GEL 2.4671
|

ქუთაისელი მთარგმნელის წიგნის პრეზენტაცია 6 თებერვალს გაიმართება

ქუთაისელი მთარგმნელის ანტონ სინატაშვილის მიერ ნათარგმნი წიგნის პრეზენტაცია 6 თებერვალს გაიმართება. სტივენ კინგის „ბნელი კოშკი - ჯადოქარი და ბროლის" წარდგენა ბიბლუსი გალერეაში მოეწყობა. ანტონ სინატაშვილმა წიგნის მეოთხე ტომი თარგმნა.  პრეზენტაციას წინა ტომების მთარგმნელები  ნიკა სამუშია და ნინო შეყილაძე დაესწრებიან.

სტივენ კინგის ლეგენდარული რვატომეულის "ბნელი კოშკის" მეოთხე ტომი "ჯადოქარი და ბროლია". წიგნი კეთილშობილი რაინდის, როლანდის ისტორიის გაგრძელებაა, რომელმაც თავისი სამყაროს გადასარჩენად ბნელი კოშკი უნდა იპოვოს. რომანის მთავარ გმირებს უამრავი დაბრკოლების გადალახვა უწევთ.

ანტონ სიტანაშვილს რამდენიმე წიგნი აქვს ნათარგმნი, თუმცა ამ დროისთვის მხოლოდ "ბნელი კოშკი" გამოიცა. 

 

ახალგაზრდა ქუთაისელი მთარგმნელი, რომელმაც სამსახური თავად შეიქმნა

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი