|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისელი ზვიად პატარიძე ჩემპიონი გახდა

ქუთაისელი მოჭიდავე ზვიად პატარიძე ავსტრიის  პირველობაზე  ოქროს მფლობელი გახდა.  ჩემპიონატზე 14 ქვეყნის ნაკრებმა მიიღო მონაწილეობა. ტურნირზე საქართველომ  8 წონით კატეგორიაში 6 ოქროს, 1 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი, ხოლო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა.

"ძალიან ბედნიერი ვარ. ღვთის ნებით და წყალობით კიდევ ერთი ოქროს მედალი მოვიპოვე და ჩემპიონი გავხდი",– აღნიშნა პატარიძემ.
პატარიძე საქართველოს წარმარებულ სპორტსმენად 2015 წელს აღიარეს. ის პრემიერმა  დააჯილდოვა.  ასევე, ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ, როგორც  საუკეთესო  სპორტსმენს,   სპეციალური ჯილდო გადასცა.

 ქუთაისელმა სპორტსმენმა მის  მიერ განვლილი გზისა და  სამომავლო გეგმების შესახებ  „ნიუპრესს“ ესაუბრა.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი