|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისელი ზვიად პატარიძე ოთხგზის მსოფლიო ჩემპიონი გახდა

მსოფლიო ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ქუთაისელმა  ზვიად პატარიძემ   120 კგ. წონით კატეგორიაში გამარჯვება მოიპოვა და ოთხგზის მსოფლიო ჩემპიონი გახდა. პატარიძის გარდა ჩემპიონები გახდნენ, დავით ჩხარტიშვილი (55), რამაზ ზოიძე (66)  და  გიორგი მელია (96).

საფრანგეთის ქალაქ მაკონში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე  საქართველომ სულ 4 ოქრო და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

"ძალიან ბედნიერი ვარ. ეს გამარჯვება ეძღვნება საქართველოს, ჩემს ოჯახს, გუნდს და არ ვაპირებ გაჩერებას, ღმერთის წყალობით და მისი მადლით",-განუცხადა "ნიუპრესს" ზვიად პატარიძემ. 

ქუთაისელი ზვიად პატარიძისთვის მთავარ მიზნად ოლიმპიური  ჩემპიონატის  ტიტულის მოპოვება რჩება. ამის შესახებ ჩემპიონმა   „ნიუპრესთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა