|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისი - ნურ-სულთანის რეისით დღეს სამშობლოში საქართველოს 3 მოქალაქე დაბრუნდება

 ქუთაისი - ნურ-სულთანის დღეს დაგეგმილი რეისით სამშობლოში საქართველოს 3 მოქალაქე დაბრუნდება, -ამის შესახებ  ინფორმაციას საგარეო უწყება ავრცელებს.

„საელჩოს ხელთ არსებული ინფორმაციით, კომპანია FlyArystan-ის მიერ ქუთაისი-ნურ-სულთანის მიმართულებით დღეს დაგეგმილი რეისით სამშობლოში დაბრუნდება საქართველოს 3 მოქალაქე, ხოლო იმ შემთხვევაში თუ შესრულდა ქალაქ აქტაუს მიმართულებით რეისი, ამ დროისთვის სამშობლოში დაბრუნებას გეგმავს საქართველოს 60 მოქალაქე," - ნათქვამია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ყაზახეთის დედაქალაქ ნურსულთანიდან თვითმფრინავი დღეს, 15:30 საათზე დაეშვება.

 აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, თვითმფრინავს ყაზახეთიდან 68 მგზავრი მოჰყავს. ყაზახეთის მიმართულებით კი რეისი დღესვე შესრულდება. 

 ორი დღეა ქუთაისიდან ყაზახეთის მიმართულებით და პირიქით რეისები არ შესრულებულა.  ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ყაზახეთში დაბრუნებას 150-მდე მოქალაქე ცდილობს.  

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა