|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ჩვენ ვატყუებთ ევროპას და ცალი ხელით საბჭოთა კავშირში ვრჩებით"

1991 წლის 31 მარტის, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმიდან 26 წელი გავიდა. აღნიშნულ თარიღს ეხმიანება არასამთავრობო ორგანიზიაცია "ევროპა ჩვენი სახლია". ორგანიზაციის თავმჯდომარის გია გოქაძის განცხადებით, 26 წელი გავიდა რეფერენდუმიდან, თუმცა ქვეყანა საბჭოთა კავშირში ცხოვრობს.

"26 წლის მანძილზე არაფერი შეცვლილა. ისევ დგას ვასილ კიკვიძის ძეგლი, ისევ საბჭოთა გენერლების ქუჩები და სიმბოლიკები. სამწუხაროდ, არაერთი მოწოდების მიუხედავად, ქუთაისი მაინც ოკუპირებულია საბჭოთა სიმბოლიკების მიერ. ხელისუფლება არ ცდილობს საბჭოთა სიმბოლიკებთან ბრძოლას. სირცხვილია, ვრჩებოდეთ საბჭოთა კავშირში. ვიზალიბერალიზაციის მიღება არ ნიშნავს, რომ ყველაფერი კარგადაა, ჩვენ ვატყუებთ ევროპას, რომ გვინდა ევროპაში, მაშინ, როდესაც ცალი ხელით საბჭოთა კავშირში ვრჩებით", -განაცხადა გია გოქაძემ და  ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუწოდა, დაიწყონ სიმბოლიკების დემონტაჟი, რასაც მათ კანონი ავალდებულებთ.

გოქაძის განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობა აპირებს სხვა ადგილზე გადაიტანოს კიკვიძის ძეგლი, რაც, მისი თქმით, დანაშაულია და მიიჩნევს, რომ ძეგლი ოკუპაციის მუზეუმში უნდა განთავსდეს.

გოქაძე ასევე აცხადებს, რომ მის მიმართ გამოთქმული ბრალდება,  რომ ხელისუფლებაში ყოფნის დროს  არ დაუჭირა მხარი ძეგლის გადატანას,  არ შეესაბამება სიმართლს.

"2011 წელს საკრებულოში შემოტანილ განცხადებას ხელი მოვაწერე "ევროპა ჩვენი სახლიას" სახელით, რადგან იმ დროს საკრებულოს თავმჯომარემ და "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის თავმჯდომარემ მხარი არ დაუჭირეს ამ განცხადებას. მე ვერ შევძელი პარტიის სახელით ხელმოწერა, თუმცა დავაფიქსირე არასამთავრობო ორგანიზაციის სახელით", -განაცხადა გოქაძემ.

გია გოქაძის მოწოდებას ქუთაისის მერიაში არ პასუხობენ.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა