|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისი-ზესტაფონის ავტობანი პროტესტის ნიშნად გადაიკეტა

ქუთაისი-ზესტაფონის შემოვლითი ავტობანი პროტესტის ნიშნად გარკვეული დროის განმავლობაში გადაკეტილი იყო.

ბიზნესმენი ბადრი კილაძე  ამ ფორმით ხელისუფლების ყურადღების მიქცევას ცდილობს. ავტობანის მშენებლობის გამო გეგუთში მისი კუთვნილი რესტორნის დემონტაჟი მოხდა, ზარალი კი ამ დრომდე არ აუნაზღაურებიათ.

დაზარალებული ბიზნესმენის  თქმით, შესაძლოა, გიორგი კვირიკაშვილმა არ იცის პრობლემის შესახებ. მისი თქმით, გზის გადაკეტვამ  ექსცესების გარეშე ჩაიარა.

"გზის გადაკეტვას არანაირი ექსცესები არ მოყოლია, პროტესტი ჩვენ ამ ფორმით გამოვხატეთ და ახლა ვაპირებ პრემიერსაც შევხვდე", -განაცხადა ბადრი კილაძე.

როგორც გაირკვა, მას არასწორი ინფორმაცია ჰქონდა და ავტობანზე პრემიერის გამოჩენას დღის თორმეტ საათზე ელოდა. პრემიერი ავტობანს დღეს 15. 30 სთ-ზე გახსნის.

 

ამ თემაზე: ავტობანის მშენებლობის გამო დაზარალებული ბიზნესმენი აქციას მართავს

 

ავტორი: ნიუპრესი