|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისი, შესაძლოა, ირანის ქალაქ რაშთის დაუმეგობრდეს

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, დავით დვალი და თავმჯდომარის მოადგილე, ბექა ყანჩელი ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს კულტურის განყობილების ხელმძღვანელს ქამრან ფარდის შეხვდნენ.

შეხვედრა საკრებულოს კულტურის, განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის კომისიის თავმჯდომარის, ირმა პეტრიაშვილის ორგანიზებით შედგა.
მხარეებმა ორი ქალაქის კულტურულ ღონისძიებებზე ისაუბრეს და სამომავლოდ ირანის ქალაქ რაშთისა და ქუთაისის დაძმობილების საკითხიც განიხილეს.
"თუ ეს პრაქტიკაში განხორციელდება წაადგება და წინგადადგმული ნაბიჯი იქნება, როგორც ქუთაისისთვის ისე ირანის მხარისთვისაც. ქუთაისის მუნიციპალიტეტი მხარს დაუჭერს ქალაქ რაშთან დაკავშირებულ პროექტს"-განაცხადა შეხვედრისას დავით დვალმა.

შეგახსენებთ, დღეს ქუთაისის მესხიშვილის თეატრში ირანელი და ქართველი ფოტოხელოვანების გამოფენა გაიმართება.

ავტორი: ადმინი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა