|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა

ქუთაისი-წყალტუბოს დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა და ორი დაშავდა.

თვითმხილველების თქმით, ავარიის დროს ერთმანეთს ჟიგულის მარკის ორი ავტომობილი და „მიცუბიშის“ მარკის ავტომობილი შეეჯახნენ.
ერთ-ერთ ავტომობილს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა. ჟიგულის მარკის ავტომობილი ხილით იყო დატვირთული.
ადგილზე ამ დრომდე იმყოფებიან სამაშველო და საპატრულო ეკიპაჟის წარმომადგენლები.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა