|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქუთაისი ძველი ქალაქია და არ ვიცით, მიწისქვეშ რა სიურპრიზი დაგვხვდება"

წყალგაყვანილობის სისტემის მოსაწესრიგებელი სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის "SMK"–ს მისამართით გამოთქმულ ბრალდებას კომპანიაში პასუხობენ. დირექტორის მოადგილის, უნსალ იუზერეროღლუს განცხადებით, ქალაქში წყალგაყვანილობის მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც 2018 წელს უნდა დასრულდეს. მასშტაბურობიდან გამომდინარე, ქალაქში პარალელურად რამდენიმე უბანში მუშაობენ, მისივე განცხადებით, მათი მისამართით გამოთქმული ბრალდებები უსაფუძვლოა, რადგან მათ სამუშაოები არ მიუტოვებიათ, რაც შეეხება დროში გაჭიანურებას, ეს პროცესი შესრულებული სამუშაოების დატესტვას უკავშირდება.

"სამუშაოები რეგულარულად მიმდინარეობს, მაგრამ რადგან ქუთაისი ძველი ქალაქია, არ ვიცით, მიწის ქვეშ რა სიურპრიზი დაგვხვდება, ამიტომ ნელ–ნელა გვიხდება სამუშაოების შესრულება, რომ არ მოხდეს სხვა ქსელის დაზიანება. რაც რთული პროცესია. ხელშეკრულება ითვალისწინებს მთლიანი სამუშაოების 2018 წელში დასრულებას, რაც შეეხება უბნებს, აქ არ არის ვადები, რადგან ჩვენ მერიასთან ერთად ვმუშაობთ და რა ქუჩაზეც მერია ასრულებს თავის სამუშაოს, ვცდილობთ იმ ქუჩაზე მოვახდინოთ წყალგაყვანილობა, რომ არ მოგვიხდეს ქუჩის მეორედ გადათხრა. რაც შეეხება ავანგარდს, ერთ კვირაში დაიგება გზის საფარი, დროში იმის გამო გაიწელა, რომ შესრულებულ სამუშაოებს დატესტვა სჭირდება", –განაცხადა უნსალ იუზერეროღლუმ. მისივე თქმით, ქუჩებზე სამუშაოებს ცუდი ამინდები აფარხებს.

კომპანია საქართველოში პირველ პროექტს ასრულებს. თუმცა, როგორც კომპანიის წარმოამდგენელი განმარტავს, ის დიდი გამოცდილების მქონე კომპანიაა, რომელიც 10 წლის განმავლობაში მუშაობდა ერაყში. 

შეგახსენებთ, რომ პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე  გოგი წულაია აქციებს "დაუსრულებელი სამუშაოები ქუთაისში"  პერიოდულად მართავს და აღნიშნული კომპანიის მიერ დაუსრულებელ სამუშაოებს აპროტესტებს.  გოგი წულაიას განცხადებით, კომპანია ჯეროვნად არ ასრულებს თავის ვალდებულებას.

 

 

           

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა