|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის 10-მდე სკოლის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

ქუთაისის  10-მდე  სკოლის სასამართლო პროცესი დღეს საქალაქო სასამართლოში გაიმართება. მოსამართლე, გენადი მაკარიძე  სკოლებსა და ორგანიზაცია "შშმ პირთა ასოციაციას" შორის არსებულ დავას განიხილავს.

როგორც ცნობილი გახდა, ააიპ "შშმ პირთა ასოციაციიდან " მიიღეს ელექტრონული გზავნილი ორგანიზაციის წარმომადგენლის გიორგი ტატიშვილის მიერ, რომელიც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სკოლის მიერ გაფორმებული ხელშეკრულებების ასლებს ითხოვდა საჯარო ინფორმაციის ფორმატში. სკოლებმა მათ წერილობითვე აცნობეს, რომ მიაწვდიდნენ ინფორმაციას, თუმცა ინფორმაციების მოცულობის გამო დამატებითი დრო ითხოვეს, რაზედაც  თანხმობა მიიღეს.  მათივე თქმით, რამდენიმე დღეში სასამართლო უწყებიდან აცნობეს დავის შესახებ.

 სასამართლო პროცესზე მოპასუხე მხარეს წარმოადგენს  სსიპ ქ. ქუთაისის №14 საჯარო; №30 საჯარო სკოლა; №19 საჯარო სკოლა; №12 საჯარო სკოლა; №40 საჯარო სკოლა; №33 საჯარო სკოლა; №10 საჯარო სკოლა; სსიპ აკ. წერეთლის სახელობის პირველი საჯარო სკოლა. 

შეგახსენებთ, საჯაროს სკოლებსა და არასამთავრობო ორგანიზაციას შორის არსებულ დავაში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროც ჩაერთო.

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი