|
  • EUR 1 = GEL 3.2784
  • USD 1 = GEL 2.9688
|

ქუთაისის აეროპორტიდან ტაქსებით მომსახურების უფლება ექსკლუზიურად გაიცემა

 ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან მგზავრების ტაქსით გადაყვანის ექსკლუზიური უფლების მოსაპოვებლად ტენდერი გამოცხადდა. გამარჯვებული კომპანია ექსკლუზიურ უფლებას 3 წლით მოიპოვებს.

ტენდერს საქართველოს აეროპორტების გაერთიანება აცხადებს.

სატენდერო პირობების თანახმად, მგზავრთა გადაყვანისთვის საჭიროა აუქციონში მონაწილეს საკუთრებაში, ან დროებით კანონიერ მფლობელობაში  ჰქონდეს არანაკლებ 15 სატრანსპორტო საშუალება. მგზავრთა გადაყვანისთვის გამოიყენება მხოლოდ სედანის, ჰეჩბეკის ან/და მსუბუქი მაღალი გამავლობის ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალება.

არ დაიშვება 2015 წელზე ადრე გამოშვებული და მარჯვენა საჭიანი ავტომობილები.

მძღოლებს უნდა ქონდეთ  შესაბამისი კატეგორიის მართვის მოწმობა და აღნიშნული მართვის უფლება სულ მცირე 4 (ოთხი) წლის განმავლობაში, მიღების მომენტიდან. მძღოლები უნდა ფლობდნენ ქართულ ენას. ასევე, სასურველია, საკომუნიკაციო დონეზე ინგლისური და რუსულ ენებს ცოდნა.

სატრანსპორტო საშუალების მძღოლებმა უნდა დაიცვან დადგენილი დრესკოდი და შემოსილები უნდა იყვნენ სუფთა და მოწესრიგებული (არასპორტული) სამოსით.

მგზავრობის ფასი (გადასახადების ჩათვლით) ქუთაისის აეროპორტიდან და პირიქით, შემდეგი მიმართულებებზე არ უნდა აღემატებოდეს: თბილისი - 200 ლარი, ბათუმი - 120 ლარი, ქუთაისი - 30 ლარი. მგზავრობის ფასი წარმოადგენს სატრანსპორტო საშუალებით ერთი მიმართულებით შესრულებული ერთი მარშრუტისათვის მგზავრ(ებ)ის მიერ გადასახდელ მაქსიმალურ ჯამურ ღირებულებას.

ავტორი: ნიუპრესი