|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის აეროპორტიდან კრაკოვის მიმართულებით ფრენები განახლდება

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პოლონეთის ქალაქ კრაკოვის მიმართულებით ფრენები განახლდება. ავიამიმოსვლა 28 სექტემბრიდან დაიწყება.

ბილეთები უკვე ხელმისაწვდომია Wizz Air-ის ვებ-გვერდზე.

აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით,  კრაკოვი-ქუთაისი-კრაკოვის საჰაერო ხაზზე ფრენები კვირაში ორი სიხშირით შეასრულდება. ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების მიხედვით, სიხშირეების რაოდენობა ეტაპობრივად გაიზრდება. 

 ამ ეტაპზე, ქუთაისიდან პირდაპირი საჰაერო გზით მოხვედრა მგზავრებს პოლონეთის 4 ქალაქში: ვარშავაში, გდანსკში, ვროცლავსა და კატოვიცეშია შეუძლიათ.

 Wizz Air დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან პირდაპირ რეგულარულ რეისებს 9 ქვეყნის 14 მიმართულებით ასრულებს. 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 0%
არა - 100%
არ ვიცი - 0%
სულ - 2 ხმა