|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"წინა ხელისუფლების დროს რვაჯერ მეტი პრემია-დანამატი გაიცემოდა" -ზვიად ჯავახია

"წინა ხელისუფლების დროს რვაჯერ მეტი პრემია-დანამატი გაიცემოდა, საინტერესოა, ამას რატომ არ იძიებენ ორგანიზაციები?"- ასე გამოეხმაურა ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ანგარიშს. ზვიად ჯავახიას განცხადებით, ბოლო წლებში ადმინისტრაციული ხარჯები 2 მილიონამდე ლარით შემცირდა.

 "წინა ხელისუფლების მიერ რვაჯერ მეტი პრემია-დანამატი გაიცემოდა, ამაზე რატომ  არაფერს ამბობენ და კვლევას რატომ  არ ატარებენ?  2014 წლიდან 2 მილიონამდეა შემცირებული ადმინისტრაცილი ხარჯები ქუთაისის მერიაში. დანამატებს ის ადამიანები იღებენ, რომლებიც საქმიანობიდან გამომდინარე იმსახურებენ და არასამუშაო დღეებში მუშაობენ. ჩვენ გავაუქმეთ საყოველთაო პრემიები. წინა წელს გაიცა სარვამარტო პრემია, წელს არ გაცემულა. ასევე აღსანიშნავია, რომ პრემია არ გაიცემა ხელფასიების 100%-იანი ოდენობით", -განაცხადა ზვიად ჯავახიამ.

რაც შეეხება იმერეთის მუნიციპალიტეტებში ყველაზე მეტ პრემია-დანამატის გაცემას, ჯავახია აცხადებს, რომ ქუთაისის არის თვითმმართველი ქალაქი, მეტი და მრავალრიცხოვანი თანამშრომლები ყავს და გასაკვირი არც უნდა იყოს, რატომ გაიცა მეტი თანხა სხვა მუნიციპალიტეტებთან შედარებით.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა