|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში გაჩენილი ხანძრის შედეგად ლევან როხვაძემ დამწვრობა მიიღო

ამ დროისათვის ქუთაისში გაჩენილი ხანძრის კერა ლიკვიდირებულია, თუმცა გაკვამლიანება ჯერ კიდევ რჩება და მეხანძრეებიც მუშაობას აგრძელებენ.

არსებული ინფორმაციით, ცეცხლი თეატრის მოღვაწეთა კავშირის შენობაში გაჩნდა. დაიწვა შენობის მესამე სართული.

როგორც "ნიუპრესს" თეატრის მოღვაწერთა კავშირის თავმჯდომარემ ლევან როხვაძემ განუცხადა, შემთხვევა დაახლოებით 11 საათზე მოხდა. ის ხანძრის გაჩენის მიზეზად ელექტროენერგიის მოვარდნას ასახელებს, რამაც გამოიწვია სადენების დაწვა. მისი თქმით, ხის შენობას ცეცხლი ადვილად მოედო. როგორც როხვაძე აღნიშნავს, მან  დამწვრობა თავის არეში მიიღო, რის გამოც სასწრაფო-სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს.

ადგილობრივების განცხადებით, მათთვის ძნელია თქმა, ცეცხლი კონკრეტულად რომელ შენობას გაუჩნდა, რადგან შენობები ერთმანეთს კედლით ესაზღვრება.

ადგილობრივი ლანა გოგისვანიძის თქმით, სახანძრო სამსახური ადგილზე გამოძახებიდან  დაახლოებით 8-10 წუთში მივიდა. ცეცხლის გაძლიერების გამო კი  ბრიგადების დამატება გახდა საჭირო. 

ადგილზე მივიდა ქუთაისის მერის მოადგილე. ნოდარ მიქიაშვილის განცხადებით, ზარალის დათვლის შემდეგ თვითმმართველობა დაზარალებულებს საჭირო დახმარებას აღმოუჩენს.

ხანძრით ელექტროგაყვანილობისგან გაჩენას  არ ადასრურებენ "ენერგო-პრო ჯორჯიაში". პრესსამსახურის წამომადგენელი, თეონა გეგუჩაძე  აცხადებს, რომ შემთხვეის ადგილზე სადენების დაზიანებას  და ძაბვის ვარდნას ადგილი არ ქონია.

 

 

  

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა