|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში დარჩენილ ბოლო პაციენტს კვლავ კორონავირუსი დაუდასტურდა

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული პაციენტს ლაბორატორიული კვლევის შედეგად კვლავ კორონავირუსი დაუდასტურდა.

პაციენტი ბოლო ინფიცირებულია, რომელიც კლინიკაში ამ დროისათვის მკურნალობას აგრძელებს. ის  ღვანკითის კლასტერს მიეკუთვნება. საშუალო ასაკის ქალბატონი კლინიკაში ცხელების ცენტრიდან გადაიყვანეს, მას მკურნალობა ერთი თვის განმავლობაში უტარდებოდა.

როგორც კლინიკაში აცხადებენ, პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და არსებობდა მოლოდინი მისი გამოჯანმრთელების, თუმცა ვირუსი ორგანიზმში რჩება, რის გამოც უცნობია, თუ როდის მოხდება მისი გაწერა. 

ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოდან ამ დროისათვის უკვე 39 გამოჯანმრთელებული პაციენტია გაწერილი.

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა