|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მყოფ პაციენტებს კორონავირუსი არ დაუდგინდათ

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მყოფ პაციენტებს კორონავირუსი არ დაუდგინდათ.

კლინიკაში ორ პაციენტთან დაკავშირებით მიიღეს პასუხი. ისინი კლინიკაში ვირუსის სიმპტომით იყვნენ შესული. მკურნალობის შემდეგ იზოლაციაში გადავლენ.

საავადმყოფოში სამი ახალი პაციენტი მოათავსეს. ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ. პაციენტებს გრიპის ვირუსისათვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნებათ. მათ ლაბორატორიული კვლევა ჩაუტარდებათ.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 54-მდე გაიზარდა. 

კარანტინის რეჟიმშია 1966 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 259 პირი.

ინფორმაციისთვის, 54 ადამიანიდან 1 გამოჯანმრთელებულია.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა