|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ოთარ კახიძე კორონავირუსი დაუდასტურდა

"ევროპული საქართველოს" ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ოთო კახიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ პოლიტიკოსი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე წერს.

ის მკურნალობას ქუთაისში, ბინაზე გადის. 

"კოვიდინფიცირებულებს მე და ნანუკაც შევუერთდით. თავს ვირუსის კვალობაზე ნორმალურად ვგრძნობთ. სიცხე, ხველა, ყელის და სახსრების ტკივილია ჩვენი სიმპტომები. ვმკურნალობთ ქუთაისში, თვითიზოლაციის პირობებში.
ატარეთ პირბადე და გაუფრთხილდით თქვენ გარშემო მყოფებს, განსაკუთრებით ხანდაზმულებს და ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანებს.
ქუთაისში საარჩევნო კამპანიას ჩვენი გუნდით ვაგრძელებთ, ჯანდაცვის რეკომენდაციების დაცვით, რაც გავრცელების რისკებს ამცირებს.
ამ ვირუსს მალე მოვერევით და მასთან ერთად ქოცური ვირუსიც დაგვემარცხებინოს", - წერს კახიძე.
 
ცნობითვის, დღეს საქართველოში კორონავირუსის 1941 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის იმერეთში - 258. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 35.35%
გაუარესდა - 50.51%
არ შეცვლილა - 14.14%
სულ - 99 ხმა