|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერია სტიქიით დაზარალებულ 125-მდე ოჯახს დაეხმარება

ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, ქუთაისის მერია სტიქიით დაზარალებულ 121 ოჯახს დაეხმარება, თუმცა, შესაძლოა, ეს ციფრი  125-მდე გაიზარდოს.

სტიქიით მიყენებული ზარალის დათვლას ქუთაისის მერიაში ამ დრომდე აგრძელებენ. კომისიას, რომელსაც  ვიცე მერი დავით ერემეიშვილი ხელმძღვანელობს,  გადაწყვეტილება გუშინ უნდა მიეღო, თუმცა, როგორც მერიის საბინაო სამსახურის უფროსი ჯონი არაბიძე აცხადებს, დამატებითი საკითხები წამოიჭრა.

"ახალი, დამატებითი საკითხები წამოიჭრა, მოსახლეობას არ ქონდა სრულყოფილად წარმოდგენილი ინფორმაცია, ახლა იჩინა თავი დამატებითმა დეტალებმა.   მერია ზარალს ორი მიმართულებით აღწერს, ერთი ინფრასტრუქტურის და მეორე, ქონების დაზიანების კუთხით, ამის შემდეგ განვიხილავთ, ვის რა დახმარება გაეწევა," - განაცხადა ჯონი არაბიძენ. 

როგორც ჯონი არაბიძე აცხადებს, დაზიანებული ინფრასტრუქტურის შემთხვევაში მოსახლეობას პრობლემის გადაჭრაში დაეხმარებიან, თანხით ანაზღაურება კი დაზიანებული ქონების შესაბამისად მოხდება.

თუ რა თანხა იქნება საჭირო ზარალის ასანაზღაურებლად, მერიაში ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებენ, ასევე უცნობია, რა ოდენობის დახმარებას მიიღებენ დაზარალებულები.

 ძლიერმა წვიმამ ქუთაისი 28 სექტემბერს დააზარალა, რა დროსაც მერიის ცხელ ხაზზე 234 შეტყობინება შევიდა, თუმცა როგორც მერიაში აცხადებენ, ყველა მათგანის  დაზარალებულად ცნოპბა არ მომხდარა.  

 დაზარალებულებისათვის საკომპესაციო თანხის გაცემა მერის სარეზერვო ფონდიდან უნდა მოხდეს.

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა