|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"თეთრი ხიდის" უსაფრთოებისა და ჩატარებული სამუშაოების შესახებ ქუთაისის მერია ინფორმაციას ავრცელებს

ქუთაისის მერია თეთრი ხიდის უსაფრთოებასა და განხორციელებილ სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

მერიის განცხადებით, კომპანიამ სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დაასრულა და ამ ეტაპზე ხარვეზების გამოსწორება ხდება.

"კომპანია ,,ალმა რუს საქართველომ" ხიდზე არსებითი სამუშაოები უკვე დაასრულა. დარჩენილია ხარვეზების გამოსწორება, ზედაპირის კოსმეტიკური სამუშაოებთან დაკავშირებით.  აღნიშნულ ხარვეზებზე კომპანიას მიეთითა პროექტზე ზედამხედველობის სამსახურების მიერ. სამუშაოებზე ასანაზღაურებელი დარჩა 170 000 ლარი, რომელსაც კომპანია მიიღებს პროექტის სრულყოფილად დასრულების შემდეგ შესაბამისი ჯარიმების გამოქვითვით", - აცხადებენ  მერიაში.

 ქალაქის მერიის განცხადებით, არ არსებობს საფრთხე  ხიდის მდგრადობასთან დაკავშირებით.

"თეთრი ხიდის უსაფრთხოებასთან (კონსტრქციულ მდგრადობასთან) დაკავშირებით არსებობს კონსტრუქტორის დასკვნა, რომელიც პროექტს თან ახლავს. კონსტრუციული დასკვნის ავტორია კონსტრუქტორი ჯონი ნასარეია. თეთრი ხიდი 80-იან წლებში წარმოადგენდა საავტომობილო გადაადგილების საშუალებას შესაბამისად მისი კონსტრუქცია, გათვლილია საავტომობილო დატვირთვაზე. 80-იან წლებში აღნიშნულ ხიდზე ასფალტის საფარი მოეწყო, რომლის წონა ბევრად აღემატება ამჟამინდელი საფარის წონას. ასევე ხიდის ამჟამინდელი დატვირთვა არის საფეხმავლო და ბევრად ნაკლებია ვიდრე იყო გასული საუკუნის მიწურულს"-ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 შეგახსენებთ, ახლადგახსნილ "თეთრ ხიდზე" ხარვეზები დაფიქსირდა. როგორც გუშინ  მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ბექა ყურაშვილი აცხადებდა, ხიდის ჩაბარება არ მომხდარა, რადგან კომპანიას სამუშაოები არ დაუსრულებია. 

 

ფოტო: თეკო ჭეიშვილი

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა