ქუთაისის მერიამ საჩუქრების შესაძენად ორ თვეში 26 500 ლარის ხელშეკრულება გააფორმა
წელს ქუთაისის მერიამ საჩუქრების შესყიდვის მიზნით მიზნით პირდაპირი შესყიდვის გზით 26 500 ლარის ხელშეკრულება უკვე გააფორმა.
"ნიუპრესმა" სამკაულების და საათების, ასევე სასმელებისა და თამბაქოს შესყიდვის მიზნით 2019 წელს გაფორმებული ხელშეკრულებები დათვალა. სამკაულების, საათების და მსგავსი ნივთების შესყიდვის მიზნით ორ თვეში მერიამ 21 500 ლარის ღირებულების 6 ხელშეკრულება გააფორმა. ჩამონათვალია ასეთია: შპს "ფერსათი"- 3500 ლარი, შპს "დავითი"- 4 ათასი ლარი, შპს "დაჩი" 1 ათასი ლარი, შპს "დაჩი" 4 ათასი, შპს "ეკო" - 2 ათასი ლარი, თამარი ჯანდიერი - 7 ათასი ლარი
სასმელებისა და თამბაქოს შესყიდვის მიზნით შპს "ეკოსთან" გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად მერია კომპანიისაგან 5 000 ლარის პროდუქციას შეიძენს.
ხელშეკრულების თანახმად, კომპანიები მერიას ერთი წლის განმავლობაში მიაწვდიან პროდუქციას. საჩუქრები, ძირითადად, ქალაქში სტუმრების მიღებისა და უცხოური ვიზიტების დროს გამოიყენება. ბოლოს ქუთაისის მერიამ მნიშვნელოვანი საჩუქარი ქალაქში ვიზიტად მყოფ პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს გადასცა.
საჩუქრების შეძენის მიზნით შესყიდვები მთელი წლის განმავლობაში გრძელდება. "ნიუპრესის" გაანგარიშებით, გასული წლის 6 თვეში ქუთაისის მერიამ ამ მიზნით 56 090 ლარი დახარჯა. 2017 წელს კი, "ფლანგვის დეტექტორის" ინფორმაციით, საჩუქრების შესაძენად 62 370 ლარი დაიხარჯა. ფლანგვის დეტექტორის მტკიცებით, მხოლოდ საჩუქრებში დახარჯული თანხა საკმარისი იქნებოდა 210 სოციალურად დაუცველი პირის ყოველთვიური შემწეობისათვის 1 წლის მანძილზე.
ავტორი: ნიუპრესი