ქუთაისის მერიამ რეაბილიტაცია ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე არსებულ შენობას ჩაუტარა
ქუთაისში, თამარ მეფის ქუჩაზე, #9–ში მდებარე შენობას მერიამ რეაბილიტაცია ჩაუტარა. რეაბილიტაცია შენობის სამ მხარეზე ფასადის გალესვას, შეღებვასა და ორივე სართულზე მეტალო პლსასტმასიის ფანჯრების ჩასმას გულისხმობს.
სამუშაოები მერიის მიერ გასულ წელს ქუჩაზე ფასადებს რეაბილიტაცისტისთვის გამოცხადებული 756 770 ლარიანი ტენდერის ფარგლებში შესრულდა. აღსანიშნავია, რომ იმ დროისთვის მერიამ ტენდერი შენობების გარკვეულ ნაწილზე გამოაცხადა, 29 შენობის ფასადის შეკეთება 190 დღეში უნდა დასრულებულიყო, დარჩენილ შენობებზე კი მერიის ინფორმაციით, ცალკე ტენდერი გამოცხადდებოდა, რადგან ეს შენობები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებდა.
პირველად გამოცხადებული ტენდერის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩასატარებელ ობიექტებს შორის არ არის #9–ში მდებარე შენობა, სიაში არის 9ა, თუმცა არა უშუალოდ #9. შენობა, რომელშიც სოციალურად დაუცველი 10 ოჯახი თვითნებურად შესახლდა, ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა. შენობის გაყიდვასთან დაკავშირებით ინფორმაცია არაერთხელ გავრცელდა, არსებული ინფორმაციით, შენობის გამო ერთმანეთს რამდენიმე პოლიტიკოსი დაუპირისპირდა, თუმცა, ამ დრომდე შენობა არ გაყიდულა და ეკონომიკის სამინსიტროს ბალანსზე რჩება.
შესაბამისად, მერიამ სამინისტროს ბალანსზე არსებული შენობის რეაბილიტაცია მოახდინა, რომელსაც, გამორიცხული არაა, გაყიდვის შემდეგ დემონტაჟი ჩაუტარდეს. მერიაში განმარტავენ, რომ რეაბილიტაცია თამარ მეფის ქუჩის სხვა კერძო და მუნიციპალურ შენობებსაც ჩაუტარდა და ამით სამართლებრივი შეუსაბამობა არ მომხდარა.
„შენობის ფასადი რეაბილიტირებულია ნამდვილად ჩვენს მიერ შესრულდა. მასთან ერთად რეაბილიტაცია ჩაუტარდა თამარ მეფის ქუჩის სხვა კერძო და მუნიციპალურ შენობებსაც. რაიმე, სამართლებრივი ხარვეზი მაგ საკითხს არ აქვს. ფასადზე საკუთრების უფლება პირდაპირ არ ვრცელდება. ფასადი ქალაქის იერსახის კატეგორიაა“–განამარტავენ მერიაში.
შენობაზე მერიამ სპეციალური განათებები დაამონტაჟა, რითაც ელექტროენერგიის მოხმარებაზე დამატებითი ხარჯი გაწია. შენობაში მცხოვრებლების განცხადებით, მათ არ იციან, რა ბედი ელით და მიეცემათ თუ არა შენობაში დარჩენის უფლება მას შემდეგ, რაც მერია შესრულებულ სამუშაოებს ჩაიბარებს. რაც შეეხება შენობის მეოთხე მხარეს და შიდა ნაწილს, რეაბილიტაცია არ ჩატარებია.
ამასთან, შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს და რამდენად კანონიერად მოხდა მისი რეაბილიტაცია, ამ თემაზე მუშაობას ვაგრძელებთ.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა