|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიამ რესტორნებისა და სასტუმროების მომსახურეობისათვის 144 900 ლარი დახარჯა

ქუთაისის მერიამ 2018 წელს განმავლობაში რესტორნების და სასტუმროების მომსახურეობაზე  144 900 ლარი გადაიხადა.

18 დეკემბრის მდგომარეობითმერიას გამარტივებული შესყიდვების გზით 49 ხელშეკრულება აქვს გაფორმებული, რომელთა საერთო ღირებულება 144 900 ლარს  შეადგენს.

რესტორნებთან გაფორმებული ხელშეკრულების ღირებულება 86 000 ლარია, სასტუმროების - 58 900 ლარი. ხელშეკრულებების ნაწილი საჯარო მოხელეებთან დაახლოებული პირების ობიექტებთანაა გაფორმებული. 

5 ხელშეკრულება გაფორმდა შპს „ქუთაისთან“, ოთხი 4500 ლარიანია, ბოლო ხელშეკრულება 7000,  ჯამში 25 000 ლარი.  ხუთი  ხელშეკრულება გაფორმდა შპს „რეროსთან“,  რესტორანთან,  რომლის მფლობელიც საკრებულოს დეპუტატის ლაშა გვენეტაძის ბიძაშვილია 16 500 ლარის ხელშეკრულება გაფორმდა. ხუთი  ხელშეკრულება,  ჯამში 4 400 ლარიანი, გაფორმდა შპს „ანასტასიასთან“, რომლის მფლობელადაც ამ დროისთვის დავით შარაბიძეა მითითებული. შპს „ანასტასია“ საკრებულოს თავმჯდომარის ნიკოლოზ ლატარიას ოჯახის წევრის კომპანიად მოიაზრებოდა.  ნიკოლოზ ლატარია  „არგოში“ მისი წილის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებდა.

რაც შეეხება სასტუმროს მომსახურეობას ყველაზე მაღალი თანხით, 10 000 და 13 700 ლარით  ხელშეკრულება „ბაგრატი 1003“–თან გაფორმდა, ხელშეკრულებების ღირებულებამ 23 700 ლარი შეადგინა.

ხელშეკრულებები გაფორმებულია ქუთაისში მოქმედ სხვადასხვა ობიექტთან. მომსახურეობის ღირებულება 500 ლარიდან 13 700 ლარამდეა. 

მონაცემებში არ შედის ელექტრონული ტენდერების გზით განხორციელებული შესყიდვები. 

ქუთაისის მერიამ რესტორნისა და სასტუმროს მომსახურეობაზე 125 300 ლარის ხელშეკრულება გააფორმა

 

 

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა