ქუთაისის მერია სარესტორნე და სასტუმროს მომსახურებისათვის 97 800 ლარს იხდის
მიმდინარე წელს ქუთაისის მერიის მიერ კვებითი და სარესტორნე მომსახურებისათვის 53 000 ლარის ხელშეკრულებაა გაფორმებული. რამდენიმე შემთხვევაში კვებითი და სასტუმროს მომსახურება ერთ ხელშეკრულებაშია მოქცეული, ამიტომ სასტუმროების მომსახურებისათვის ხარჯიც დავიანგარიშეთ, რაც 44 800 ლარი გამოვიდა.
შედეგად გაირკვა, რომ წლის დასაწყისიდან ივნისის ჩათვლით, სარესტორნე და სასტუმროს მომსახურებისათვის გაფორმებულმა ხელშეკრულებებმა, საერთო ჯამი, 97 800 ლარი შეადგენა.
სარესტორნე ხარჯები- 8 ივნისს 3 ათასი ლარიის ხელშეკრულებაა გაფორმებული - მაკა სილაგაძესთან, 25 მაისს 2 ათასი ლარის ხელშეკრულება გაფორმდა ნინო ჩხეტიასთან, 700 ლარი თამარ ღვალაძეს, 2 ათასი- შპს "რერო" (მიხეილ გვენეტაძე) ხელშეკრულება 24 მაისს გაფორმდა, 22 მაისს ხელშეკრულება 4500 ლარიან მომსახურებაზე გაუფორმდა შპს "ქუთაისს",
21 მაისს- ზვიად ჟვანიას 1500 ლარი, 500 ლარი- შპს მგვ ჯგუფი, 1200 ლარი - მანანა გიგაური, 2000 ლარი- მაკა სილაგაძეს, 5000 ლარი ვახტანგ არიშვილს - სასტუმროსა და კვების მომსახურების მიზნით, 8 ათასი შპს "რერო" - ხელშეკრულება დადებულია 7 მაისს (რესტორანი საკრებულოს წევრის ლაშა გვენეტაძის ბიძაშვილის მიხეილ გვენეტაძის საკუთრებაა) რესტორანი წელს 2 მაისს გაიხსნა.
700 ლარი შპს- დონა, 2 ათასი - შპს ქუთაისი გარდენია, 3 500 შპს ქუთაისი ჰოტელ სერვის - სასტუმროსა და რესტორნის მომსახურება- ხელშეკრეულება გაფორმდა 19 აპრილს, 5 000- შპს Argo invesrment (აპრილში), 4 500 შპს ქუთაისი- 15 მარტის ხელშეკრულება, 2 000 ლარი- ნინო ჩხეტია - 7 მარტს დადებული ხელშეკრულება, 2 ათასი- შპს პალატი- (27.02), 1500 - მაკა სილაგაძეს, 4500 ლარი კვლავ შპს ქუთაისს- ხელშეკრულება გაფორმებულია 02 თებერვალს.
შპს "ქუთაისისათვის" მერიას სამჯერ აქვს 4.500 ლარიანი ხელშეკრულება გაფორმებული. როგორც წესი, ხელშეკრულება წლის განმავლობაში მომსახურეობის პირობით ფორმდება, თუმცა ამოწურვის შემდეგ ახალი ხელშეკრულება იდება.
ასევე ფავორიტ კომპანიად შეიძლება მივიჩნიოთ შპს "რერო", რომელსაც გახსნისთანავე მერიამ 8 ათას ლარიანი ხელშეკრულება გაუფორმა, მეორედ კი 2 ათასი ლარის ღირებულების.
სასტუმროს მომსახურეობა - 3,200 -ლალი არსენიძე- ხელშეკრულება გაფორმდა 25 მაისს, 2 ათასი ლარი "შპს დოვლათი", "აიეტის სასახლე"- 5 ათასი ლარი -ერთწლიანი მომსახურებისათვის, 6 ათასი- შპს შიტრიტ ჯგუფი, 2 ათასი ლარი - ხათუნა გოგოლაძე, 600 ლარი- არგო, 8 ათასი- "მეფე დავითი"- ხელშეკრულება გაფორმებულია 26 აპრილს . შპს არგო -5 ათასი სასტუმროსა და რესტორნის მომსახურეობა. 3 ათასი ლარის ხელშეკრულება გაუფორმდა ლუარა ჯალაღანიას სასტუმროს მომსახურებობისათვის.
შპს "ბაგრატი 1003"-თან - 10 000 ლარის ხელშეკრულება დადებულია 09 მარტს - ჯამში სასტუმროების მომსახურებისათვის 44 800 ლარის ხელშეკრულებაა გაფორმებული.
სასტუმროებს შორის ლიდერობს "ბაგრატი 1003" და "მეფე დავითი".
ქუთაისის მერიამ რესტორნებში 151 410 ლარი გამოყო
ავტორი: ირინა მაკარიძე