|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიის ააიპ "სპეციალურ სერვისებს“ ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

ქუთაისის მერიის ააიპ "სპეციალურ სერვისებს“ ახალი ხელმძღვანელი ჰყავს.  ქალაქის მერმა გიორგი ჭიღვარიამ, კონსტანტინე ჯავახაძე კომპანიის თანამშრომლებს დღეს ოფიციალურად წარუდგინა.
ააიპის ინფორმაციით, ამ დრომდე ჯავახაძე კერძო თუ საჯარო სექტორში წამყვან პოზიციებზე მუშაობდა. პროფესიით ეკონომისტმა კონსტანტინე ჯავახაძემ სამსახურებრივი კარიერა 2001 წლიდან ქუთაისის მერიის აპარატის საგარეო ურთიერთობების განყოფილების მთავარ სპეციალისტად დაიწყო. სხვადასხვა დროს მუშაობდა კორპორაციაში „ჰიუნდაი" , შპს „მაგთიკომში“. 

 შეგახსენებთ, ააიპ "სპეციალურ სერვისებს“ ამ დრომდე სოსო კუჭავა ხელმძღვანელობდა. მისი შესაძლო გათავისუფლების და მის ადგილზე კოტე ჯავახაძის დანიშვნის შესახებ "ნიუპრესმა" ინფორმაცია რამდენიმე ხნით ადრე გაავრცელა.
 
მოსალოდნელი ცვლილება მერიაში არ დაადასტურეს. მისი შესაძლო გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია უარყო თავად კუჭავამაც. 
დაუდასტურებელი ინფორმაციით, სოსო კუჭავას გათავისუფლება სატენდერო შესყიდვას უკავშირდება. ტენდერი თავშეფარში მცხოვრები ძაღლებისთვის წამლების შესყიდვისთვის გამოცხადდა. სავარაუდოდ, საქმეში თავშესაფრის ყოფილი უფროსი ფიგურირებს. არსებული ინფორმაციით, საქმეზე შესწავლაა დაწყებული.
 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა