|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიის ააიპი "ბოტანიკური ბაღი" უქმდება

ქუთაისის მერიის ააიპი ბოტანიკური ბაღი უქმდება, - ამის შესახებ ქუთაისის მერის მოადგილემ იუზა უგულავამ საკრებულოს გაერთიანებული კომისიების სხდომაზე დეპუტატებისათვის ბიუჯეტის პროექტის გაცნობისას განაცხადა.

მისივე თქმით, ბოტანიკური ბაღი კულტურის ააიპს შეუერთდება.  ბოტანიკური ბაღის ბიუჯეტი 301 ათასი ლარით განისაზღვრება,  ცვლილების შემდეგად კი ადმინისტრაციული ხარჯები შემცირდება.

მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ ინფორმირებული არ აღმოჩნდა ააიპის დირექტორი თემურ ჩეჩელაშვილი. მისი განცხადებით, მას ააიპის გაუქმების გეგმის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

შეგახსენებთ, ააიპი ბოტანიკურ ბაღს გასულ წელს "მედეა" დაერქვა. 
 
 

ავტორი: ხატია ბანძელაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა