|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიის ააიპის დირექტორის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული

ქუთაისის მერიის  ააიპ "მადლიერების სახლის" დირექტორის თამთა ბაკურაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე  აღძრული. საქმეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური იძიებს. 

მადლიერების სახლის დირექტორს  დაწესებულების კუთვნილი თანხების გაფლანგვაში ედავებიან. 

 საქმე სს კოდექსის 182-ემუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

 თამთა ბაკურაძეს ყოფილი თანამშრომლები უჩივიან.  „მადლიერების სახლის“ მონიტორინგის ჯგუფის ყოფილი ხელმძღვანელი მაგული გიორგაძე და და მმართველის ყოფილი მოადგილე თემურ ღვინჯილია მას არასწორად ჩატარებული რეორგანიზაციის გამო უპირისპირდებიან. სიმართლის დასადგენად მათ პროკურატურასა და სასამართლოს მიმართეს.

როგორც თამთა ბაკურაძემ რუსთავი2-ს  განუცხადა, მას ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებით არ აქვს.

შეგახსენებთ, მადლიერების სახლში არსებულ პრობლემებს ბენეფიციარებისათვის განკუთვნილი საკვების ხარისხის პრობლემაც ემატება, რის გამოც დაწესებულების საქმიანობას სურსათის ეროვნული სააგენტო სწავლობს. 

 თამთა ბაკურაძე "ქართული ოცნების" ქუთაისის პოლიტსაბჭიოს წევრია. ის არის ასევე საქველმოქმედო ფონდის "ქუთაისი" ხელმძღვანელი, სადაც მერიის ააიპების თანამშრომლების ხელფასების 1% ირიცხება.   

 

 

 

ავტორი: ირინა მაკარიძე