|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ფონდი არჩევნების პერიოდში დახმარებებს არ გასცემს"

 "ეს ფონდი არ იქნება "ქართული ოცნების" ხაზინა" - განუცხადა ქუთაისის მერმა "ნიუპრესს" საქველმოქმედო ფონდის "ქუთაისი" შესახებ,  რომელიც ორი თვის წინ "ქართული ოცნების" ქუთაისის ორგანიზაციის პოლიტსაბჭოს წევრისა და მერიის ააიპის  ხელმძღვანელის თამთა ბაკურაძის მიერ დაფუძნდა და  მერიის, მისი სამსახურებისა და ააიპების თანამშრომლების ხელფასებიდან გადარიცხული თანხით ფინანსდება. 

"ნიუპრესს" ხელში ჩაუვარდა მზა ფორმა, რომელიც მერიის თანამშრომლებს დაურიგეს. ამ დოკუმენტის თანახმად ისინი ქალაქის მერს თხოვნით მიმართავენ, რომ მათი ხელფასის ერთი პროცენტი საქველმოქმედო ფონდში ჩაირიცხოს. 

საკითხთან დაკავშირებით, ქალაქის მერი აცხადებს, რომ თავის არჩევანში ყველა თავისუფალია.

 "მოგვმართეს ფონდის დამფუძნებლებმა, გვთხოვეს,  ჩვენც შევატყობინეთ ჩვენს თანამშრომლებს ამის შესახებ, ეს ერთი პროცენტი ზუსტად არ ვიცი,  ვის როგორ, რა შესაძლებლობა ექნებოდა,  ყველა თავისუფალია თავის არჩევანში"- განაცხადა ჭიღვარიამ. 

 ადგილობრივი ოპოზიციის განცხადების შესახებ, რომ მმართველი ძალა საქველმოქმედო ფონდის მეშვეობით ქველმოქმედებაზე მეტად  საკუთარი პარტიული ინტერესებისათვის იზრუნებს, ჭიღვარიამ განაცხადა, რომ არჩევნების დროს ფონდი დახმარებებს არ გასცემს. 

 "მათგან(დამფუძნებლებისაგან) ვიცი და ჩვენი თხოვნაც იყო, რომ არჩევნების მსვლელობის დროს ფონდი დახმარებებს არ გასცემს. ეს მათგან რაც ვიცი ინფორმაცია, ასევე ვიცი, რომ საბჭო იქნება ფონდის მმართველი და ეს ფონდი არ იქნება "ქართული ოცნების" ხაზინა. მოსახლეობას უჭირს ქუთაისში, კარგი იქნება, თუ ვინმე გარედან ეცდება, რომ პრობლემების მოგვარებაში დაეხმაროს ქალაქს", - განაცხადა ჭიღვარიამ.

საქველმოქმედო ფონდი ქუთაისი, რომლის რეგისტაციის მოთხოვნა საჯარო რეესტრში ქუთაისის მერიის ააიპი "მადლიერების სახლის" დირექტორმა და "ქართული ოცნების"  ქუთაისის ორგანიზაციის პოლიტსაბჭოს წევრმა თამთა ბაკურაძემ შეიტანა.  ფონდის დამფუძნებლები არიან ინგა აბრამიძე(მერის მრჩეველთა საბჭოს წევრი), სალომე ხარაბაძე და ვახტანგ თევდორაძე. 

"ევროპული საქართველოს" წევრის მერაბ მეშველიანის გაანგარიშებით, მერიასა და მის ორგანიზაციებში დასაქმებულების ხელფასების ერთი პროცენტი თვეში  20 ათას ლარს აღემატება.

  შეგახსენებთ, ახლადშექმნილ საქველმოქმედო ფონდში თანხების გადარიცხვის შესახებ "ნიუპრესს" ააიპების თანამშრომლებმა აცნობეს.  ააიპის თანამშრომლები, რომლებიც ვინაობის გამჟღავნებას ერიდებიან არათანაბარ ხელფასებსა და  სამხსახურის დაკარგვის შიშით გამოწვეულ მუდმივ დაძაბულობაზე საუბრობენ. მათი თქმით, ადგილობრივ ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან დაახლოებული პირები სოლიდურ ხელფასებს იღებენ, სპეციალისტები კი მიზერულ ანაზღაურებას. 

არათანაბარ ხელფასებთან დაკავშირებით საუბრობენ ოპოზიციის წევრებიც. ირაკლი კიკვაძის განცხადებით, მერიის ააიპებსა და შპს-ებში ხელფასი "ქართული ოცნების" წევრებს ან მათთან დაახლოვებულ პირებს გაეზარდათ, რომლებიც ძირითადად ააიპების ადმინისტრაციებში არიან დასაქმებული,  ქვედა რგოლებს კი, რომლებიც უშუალოდ არიან სამუშაოების შემსრულებელები, ხელფასების ზრდა არ შეხებიათ.

 არაპროპორციულ ხელფასებთან დაკავშირებით კვლევა მოამზადა ევროპული საქართველოს წევრმა მერაბ მეშველიანმა. მან მერიის ააიპების საშტატო ნუსხა და სახელფასო ანაზღაურება შეისწავლა და განაცხადა, რომ ააიპებში მაღალი ხელფასები მაღალი ხელფასები "პარტიული ტიპებისა" და მერის მაღალჩინოსნების ახლობლების უპირატესობაა.

საკითხთან დაკავშირებით ქალაქის მერმა განაცხადა:  "ააიპების ხელფასებს ადგენენ ააიპების ხელმძღვანელები შრომის მიხედვით და საქმიდან გამომდინარე. ეს ასეა და ვიღაცა რაღაცას იგონებს, კომენტარს არ გავაკეთებთ, კარგად ვერ გამოუკვლევია და მივცეთ საშუალება კიდევ 4 წელი იკვლიოს", -განუცხადა "ნიუპრესს" გიორგი ჭიღვარიამ.

 

 

 

ფონდ "ქუთაისს" მერიის სტრუქტურებში დასაქმებულების ხელფასებიდან თანხები უკვე დაერიცხა

"ქუთაისის მერიას არ ქმნის ფონდს"- მერიის განმარტება საქველმოქმედო ფონდთან დაკავშირებით

"ეს არის წინასაარჩევნოდ ე.წ. პარტიული ყულაბის შექმნის მცდელობა"-გიგა შუშანია

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა