|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიის სპორტის ააიპიდან 24 თანამშრომელი გათავისუფლდა

ქუთაისის მერიის ააიპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებაში რეორგანიზაცია დასრულდა. ააიპის ინფორმაციით, რეორგანიზაციის შედეგად 24 თანამშრომელი გათავისუფლდა. თანამდებობა დატოვეს როგორც ადმინისტრაციის, ასევე სპორტული სკოლების წარმომადგენლებმა. მათ შორის არის ირაკლი კიკვაძე, რომელმაც ადმინისტრაცია პოლიტიკური ნიშნით დევნაში დაადანაშაულა.

ააიპში განმარტავენ, რომ შტატების შემცირება ტაიკვანდოსა და სპორტის სასახლის ააიპების შეერთებამ გამოიწვია.

ააიპში რეორგანიზაცია ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.  სპორტის ააიპის შემადგენლობაში 15 სკოლაა.

რეორგანიზაცია დასრულდა კულტურის ააიპში, სადაც თანამდებობა 48 თანამშრომელმა დატოვა. 

მერიის გადაწყვეტილებით, რეორგანიზაცია ყველა ააიპში მოხდება. 

 

 

 

"მოვიდნენ აგრესიული ქოცები და დაიწყეს პოლიტიკური ოპონენტების დევნა"- ირაკლი კიკვაძე

"გათავისუფლებულ თანამშრომლებს სამსახურში დაბრუნების შესაძლებლობა აქვთ"

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა