|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ადგილობრივი თვითმმართველობის გადადგომის მოთხოვნით აქცია გაიმართა [VIDEO]

პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, გოგი წულაიამ მერიის წინ ადგილობრივი თვითმმართველობის გადადგომის მოთხოვნით აქცია გამართა. აქციას სოციალურად დაუცველი, უსახლკარო მოქალაქეებიც შეუერთდნენ. აქციის მონაწილეებმა დილიდან დაიწყეს ხელმოწერების შეგროვება ქუთაისის თვითმმართველობის გადადგომის მოთხოვნით.

"ქუთაისი დღეს არის ძალიან მძიმე პირობებში. ადგილობრივი თვითმმართველობა არაფერს აკეთებს ხალხის დასახმარებლად. ხელთ მაქვს 2012–2013 წლის  აუდიტის მონაცემები, სადაც არის ინფორმაცია, რომ მერია 20 მილიონ ლარს პატიობს კომპანიებს, მაგალითად  შპს"კოკა-კოლას" , კომპანია "თ & კ" .  ამ თანხით  შეეძლოთ სერიოზული ფინანსური მხარდაჭერა გამოუცხადონ

 უსახლკარო ადამიანებს, რომლებსაც ერთჯერადად მხოლოდ  250 ლარით ეხმარეიან. ეს კიდევ ადასტურებს იმას, რომ  სრულიად უნიათო და უსაქმური  მმართველი ყავს ქუთაისს",– აღნიშნა წულაიამ. მან მეკრებილ ადამიანებს  მასშტაბური  აქციიების ჩატარებისკენ  მოუწოდა. 

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი მერიის საბინაო სამსახურის უფროსმა,  ვლადიმერ ნაკაშიძემ გააკეთა. ის მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ  ნუ აყვებიან პოლიტიკურ პროვოკაციებს.

"ყველას გასაგებად მინდა ვთქვა, რომ ნუ აყვებიან კონკრეტული გაკოტრებული პოლიტიკოსების ქულებისთვის ბრძოლას.  იდგმება ნაბიჯები ამ მიმართულებით. 1 მილიონია ჩასმული ქალაქის ბიუჯეტში სახლების მშენებლობისთვის. როგორც კი  მშენებლობა დაიწყება, სპეციალური კომისიის შერჩევით  მოხდება ყველაზე გაჭირვებული ადამიანების დაბინავება, რამდენსაც ეყოფა არსებული ბიუჯეტი. შემდეგში კი, დანარჩენ უსახლკაროებს დავაბინავებთ",–აღნიშნა ნაკაშიძემ.

 

 

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა