|
  • EUR 1 = GEL 3.2784
  • USD 1 = GEL 2.9688
|

ქუთაისის მერის მეუღლე საჯარო სკოლის დირექტორად ინიშნება?

ქუთაისის მერის გიორგი ჭიღვარიას მეუღლე სკოლის დირექტორად ინიშნება. თამთა ფოფხაძე ახლადრეაბილიტირებული მე-13 სკოლის დირექტორად განიხილება. "ნიუპრესის" ინფორმაციით, თამთა ფოფხაძე უკვე იმყოფებოდა სკოლაში და თანამშრომლებს შეხვდა. 

ინფორმაციას მოსალოდნელი დანიშვნის შესახებ რამდენიმე დღის წინ ვფლობდით, თუმცა ვერ დაგვიდასტურეს განათლების რესურსცენტრში. ინფორმაციას არ ფლობდნენ გუბერნიაში. მათი თქმით, თამთა ფოფხაძემ ამ დრომდე მათ თანამშრომლად რჩება. 

წინა წლებში თამთა ფოფხაძე ააიპ "ბაგა ბაღების გაერთიანებაში" მუშაობდა, მას შემდეგ რაც გიორგი ჭიღვარია მერობის კანდიდატი გახდა, ფოფხაძე გუბერნიაში გადაიყვანეს. ის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოადგილის პოზიციაზე დასაქმდა.

გავრცელებულ ინფორმაციას შესაძლო დანიშნასთან დაკავშირებით თამთა ფოფხაძე არ ადასტურებს. მისი თქმით, გაუგებარია, რატომ ვრცელდება მის შესახებ მსგავსი ინფორმაცია. 

"დილით ლექციაზე ვიყავი, ახლა სამსახურში ვარ. სკოლის რომელ თანამშრომლებს შევხვდი, გაუგებარია. არ მესმის, ჩემს შესახებ მსგავსი ინფორმაცია მუდმივად რატომ ვრცელდება. არ ვადასტურებ ინფორმაციას სკოლაში დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ", - განაცხადა თამთა ფოფხაძემ. 

 მე-13 სკოლას რეაბილიტაცია ცოტა ხნის წინ ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ ჩაუტარდა. 

ავტორი: ნიუპრესი