|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქუთაისის მე-13 საჯარო სკოლაში ბავშვებს ფარდებისთვის თანხის აკრება დაავალეს"

ქუთაისის მე-13 საჯარო სკოლაში ფარდებისთავის თანხის აკრებას მშობლების ნაწილი აპროტესტებს. როგორც ერთ-ერთი მოსწავლის ახლობელმა "ნიუპრესთან" საუბარში განაცხადა, რეაბილიტირებულ სკოლაში ფარდების ფულს ფარულად კრებენ და მოსწავლეებს კლასების მიხედვით, 20-დან 10 ლარამდე თხოვენ.

სამოქალაქო აქტივისტის ნინო თავალავაძის ინფორმაციით, მშობლები პრობლემაზე საჯაროდ საუბარს ერიდებიან, რადგან ბავშვების დაბულინგების ეშინიათ.

"დამიკავშირდნენ მშობლები და მთხოვეს, ამ თემით დავინტერესებულიყავით. როგორც მოსწავლეები ამბობენ, პედაგოგები მათ ფარდების ფულის მიტანას თხოვს. კლასების მიხედვით იკრიბება 20-დან 10 ლარამდე. მაღალკლასელებს 20 ლარს აბარებენ, არადა, ფარდა ყველა კლასში ერთნაირია. როგორც სკოლაში აცხადებენ, ფარდები წინასწარ ბუღალტერმა შეიძინა. საინტერესოა, ბუღალტერს რამდენი ქონდა თანხა, ყველა კლასში რომ იყიდა ფარდები. მშობლები ხმამაღლა ვერ საუბრობენ. ამბობენ, რომ ისედაც აბულინგებენ ბავშვებს და ეშინიათ", - განაცხადა ნინო თვალავაძემ. მისივე თქმით, გარდა ფარდის ფულისა, ბავშვებს სკოლაში განთავსებული ინგლისურენოვანი აბრისთვის ორ-ორ ლარს ართმევენ.

ამ დროისთვის სკოლას დირექტორი არ ყავს, მოვალეობის შემსრულებელი კი ადგილზე არ იმყოფება. შესაბამისად, სკოლასთან დაკავშირებას ვერ ვახერხებთ. 

რაც შეეხება საგანამანათლებლო რესურსცენტრის პოზიციას, რესურსცენტრსი ხელმძღვანელი მაია ცქიტიშვილი აცხადებს, რომ მას მსგავსი ინციდენტის შესახებ ინფორმაცია არ აქვს, თუმცა განმარატვს, რომ სკოლის ადმინისტრაციის მიერ თანხის მოთხოვნა აკრძალულია.

"არ გვაქვს ინფორმაცია, რა ინციდენტი არსებობდა. ჩვენთვის არავის მოუმართავს, მშობლებს შეუძლიათ ისარგებლონ საკუთარი უფლებით და ანონიმურად გვაცნობონ ამის შესახებ. რაც შეეხება თანხის აკრებას, ეს ადმინისტრაციის მხრიდან დაუშვებელი და კანონდარღვევაა. გენინსპექციის  მიერ მოხდება შესწავლა და თუ დადასტურდა ფაქტი, მოყვება შესაბამის რეაგირება. რაც შეეხება ამ სკოლას, ადრეც იყო რაღაც პრობლემა. ამასთან, უნდა აღვნიშნოთ, რომ ზოგჯერ რაღაც თემაზე მშობლები ვერ თანხმდებიან. ნაწილი ცდილობს ბავშვებისთვის პირობლების გაუმჯობებებას, ნაწილი კი წინააღმდეგია და ეს გაურკვევლობა სკოლას ბრალდება", - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ქუთაისის მე-13 სკოლა ათასწლეულის გამოწვევის ფონდის დაფინანსებით სრულად გარემონტდა. თუმცა მშობლების ინფორმაციით,  სკოლის ერთ-ერთ საკლასო ოთახში წვიმის დროს წყალი ჩავიდა.

მაია ცქიტიშვილის განცხადებით, სკოლის ერთ-ერთ ოთახში წყალი მილიდან ჩავიდა, თუმცა შემსრულებელი კომპანიის მიერ ხარვეზი მალევე გამოსწორდა.

რაც შეეხება სკოლის ახალ დირექტორს, მისი თქმით, მას მალე წარადგენენ. 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა