|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქუთაისის მერის სარეზერვო ფონდიდან ერთ დღეში 22 გადარიცხვაა გაკეთებული"

ქუთაისის მერის სარეზერვო ფონდიდან ერთ დღეში - 29   მარტს 22 გადარიცხვაა გაკეთებული - განაცხადა საკრებულოს სხდომაზე ქუთაისის საკრებულოს წევრმა მერაბ მეშველიანმა. 

მისი თქმით, მერია ადამიანებს შერჩევით აფინანსებს. "დახმარება უნდა მათ მიეცეთ, ვისაც კანონით ეკუთვნის და არა პირადი ურთიერთობების მიხედვით"-განაცხადა მერაბ მეშველიანმა.

მისი თქმით, სარეზერვო ფონდიდან გაცემული თანხების ფონზე საჭირო დახმარება სტიქიით დაზარალებულმა ადამიანებმა ვერ მიიღეს.   

 საკრებულოს თავმჯდომარემ ნიკა ლატარიამ განაცხადა, რომ ამ 22 გადარიცხვიდან  მარტო მისი შუამდგომლობით  7 გადარიცხვაა მოთხოვნილი.

 "დღეში ხანდახან 10 ადამიანი მოდის და მათ შეძლებისდაგვარად ვეხმარებით"-განაცხადა ლატარიამ.

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.98%
გაუარესდა - 52.43%
არ შეცვლილა - 13.59%
სულ - 103 ხმა